STARTUP FACTORY ACCELERATOR

STARTUP FACTORY ACCELERATOR არის საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის STARTUP FACTORY-ის სააქსელერაციო პროგრამა იდეის ეტაპზე მყოფი გუნდებისთვის, რომლებიც არიან მოტივირებულნი მოკლე დროში შექმნან საკუთარი პროდუქტები და გავიდნენ ბაზარზე. სააქსელერაციო პერიოდი არის 3 თვე, რომლის განმავლობაშიც სტარტაპები მიიღებენ შემდეგ უფასო სერვისებს:

  • სამუშაო სივრცე 24/7-ზე STARTUP FACTORY-ის ინოვაციების ცენტრში;
  • წვდომას მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან და ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან
  • ხელშეწყობას პროდუქტის პროტოტიპირების პროცესში;
  • საჭირო ადამიანებთან დაკავშირების - DATING-ის პროცესს;
  • ტრენინგებს, კონსულტაციებსა და რჩევებს გამოცდილი ტრენერებისა და მენტორებისაგან;
  • იდეის განვითარებასა და სწორი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში დახმარებას.
  • დემო დღეში მონაწილეობის შესაძლებლობას, სადაც პოტენციურ ინვესტორებს გააცნობენ საკუთარ იდეებს;
  • დაფინანსებებისა და გრანტების მოპოვებაში ხელშეწყობას.

 

STARTUP FACTORY ACCELERATOR-ში სტარტაპების მიღების კრიტერიუმებია:

  • იდეა, რომელიც არის ინოვაციური ან ჭრის რაიმე პრობლემას;
  • მოტივირებული და იდეის შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდი;

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 10 სტარტაპი, რომელთაგანაც 5 იქნება ფიზიკური აქსელერატორის რეზიტენტი, ხოლო დანარჩენი 5 იქნება ვირტუალური აქსელერატორის რეზიდენტი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

  • OFFICE HOURS - ყოველკვირეული შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან;
  • ტრენინგები და კონსულტაციები მათი საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;
  • მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;
  • ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

სააქსელერაციო პერიოდი: 15/01/2018 - 15/04/2018

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 22 დეკემბერი.

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScbwsVgo13A6V9rSDipfz0-XzezosH2dvRTpzbKj0-yAAVrtg/viewform